სტივენ დაუთი სანქციებზე: ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის კონსერვატორმა დეპუტატმა, სერ იაინ დანკან სმითმა შეკითხვით მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვებით:

  • შეაფასა თუ არა უწყებამ იმ მტკიცებულებების ეფექტიანობა, რომლებიც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას გამოიყენა;
  • შეაფასა თუ არა იმ პოტენციური მიზანშეწონილობის შესახებ, რაც გულისხმობს სანქციების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან (ა) სამოქალაქო საზოგადოების, (ბ) დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებსა და (გ) პოლიტიკურ ჩაგვრასთან საქართველოში.

დღეს, 16 თებერვალს გამოქვეყნდა სტივენ დაუთის პასუხი. ის ბრიტანეთის პარლამენტის წევრია და ამასთან საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს.

დაუთი წერს:

„გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და დემოკრატიულ თავისუფლებებს საქართველოში. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობის სამიზნე კვლავაც არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის ლიდერები და დამოუკიდებელი ხმები. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზანმიმართული სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე; ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, და მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ – ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ხელშეწყობისთვის.

მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მომავალ შესაძლო გადაწყვეტილებებზე სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ეფექტიანობას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან