სტეფანიშინა: უნგრეთის მიერ ვეტოს გამოყენება სხვა წევრების უპასუხისმგებლობის შედეგი იქნება

უკრაინის ვიცეპრემიერის, ოლგა სტეფანიშინას თქმით, უნგრეთის მიერ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების უპასუხისმგებლობის შედეგი იქნება.
“საუბარი მიდის იმაზე, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია მოხდეს, ერთმანეთის დარწმუნება და მათი დახმარება, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ან ცდილობს, ვეტო დაადოს ევროპის მომავალს. წევრი ქვეყნების ვალია დაარწმუნონ ისინი და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა”. – აღნიშნა სტეფანიშინამ.
უკრაინის ვიცეპრემიერის თქმით, თუკი 15 დეკემბერს გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე ქვეყანა ვეტოს გამოიყენებს, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ქვეყნის ვეტო.
“ეს იქნება სხვების უპასუხისმგებლობა, მათი, ვინც არ აშენებს ამ კონსენსუსს, არ მუშაობს იმაზე, რომ ევროპის მომავლის უფრო ფართო სურათზე კონცენტრირდეს. ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ვგულისხმობ, სწორედ ასე მიგვაჩნია და სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს”. – თქვა სტეფანიშინამ.