არქივი9 იანვარი, 2024, 08:40
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა - აქცენტი სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე გაკეთდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა. აქცენტი სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე გაკეთდა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ბოლო 11 თვის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ია, ინფლაციის მონაცემი კი მიზნობრივზე დაბალია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება, წინასწარი შედეგები კვლევის ჩატარებიდან დაახლოებით, ექვს თვეში გამოქვეყნდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.