სტარტკომი აღარ იქნება? – გაიცინეთ… – ჟურნალისტის კითხვა, თალაკვაძის პასუხი
როგორ უნდა ებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას, როცა სტრატკომი აღარ იქნება? – “პირველების” ჟურნალისტის ამ კითხვას ასე პასუხობს “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ თალაკვაძე:
რატომ იღებთ გაბრაზებულ სახეს? საშინლად გაბრაზებულად გამოიყურებით. თუ შეიძლება შეისვენეთ… ძალიან გაბრაზებული სახე გაქვთ, თუ სასაცილოა, გაიცინეთ,
კითხვის გამეორების შემდეგ, თალაკვაძე ამბობს:
იმპულსი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ეს არის დიდი წარმატება, 11,8 ეკონომიკური ზრდა არის ძალიან შთამბეჭდავი ამ მოცემულობის გათვალისწინებით.
ირკვევა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერა. სტრატკომის პროექტს, რომელიც NATO-ს დაფინანებით და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობით საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მთავრობა არა რუსეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.