სტამბოლში, შუა ქუჩაში კურიერის მკვლელობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს – Netgazeti

სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში, ქუჩაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ყაზახეთის მოქალაქე კურიერი მოკლეს. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.თურქული მედიის ცნობით, მხარეებს შორის დაპირისპირება თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალევე ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. ამავე ცნობებით, ჩხუბის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ყაზახეთის მოქალაქეს, რომელიც კურიერად მუშაობდა, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დაიწყო გამოძიება. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე:იდენტიფიცირებული იქნა ორი ეჭვმიტანილი.ჩატარდა სპეცოპერაცია მათ დასაკავებლად.ორივე პირი აყვანილია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა