ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, ერდოღანისა და „ჰამასის“ ლიდერის ბოლო შეხვედრა 2023 წლის ივლისში შედგა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ჰანიესა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.