ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზესტამბოლში ისრაელის საკონსულოს ტერიტორიაზე სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. საკონსულო ორ წელზე მეტია, რაც დახურულია.
როგორც თურქულ მედიაში წერენ, სამიდან ორი თავდამსხმელი სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მოკვდა. მესამე პირი მძიმედ დაიჭრა. შეიარაღებულ პირებსა და პოლიციას შორის სროლა საკონსულოს ტერიტორიაზე დაიწყო. მსუბუქად დაიჭრა ორი სამართალდამცველი.
სამართალდამცველების ცნობით, სამიდან ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავშირებული იყო რელიგიუ-ფუნდამენტალისტურ ჯგუფებთან.
თავდასხმის ტერიტორიაზე დიპლომატები არ იმყოფებოდნენ.
თავდასხმის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.