ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს, ადვოკატიც დააკავეს

სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს, ადვოკატიც დააკავეს
28 მარტს თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს, ადვოკატიც დააკავა
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზმერმა X-ზე დაწერა, რომ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმედ ფელივანი "გამოგონილი მიზეზებით" დააკავეს, თუმცა მას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია
ცნობისთვის, 23 მარტს თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკვე მეორე კვირაა, რაც მიმდინარეობს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.