ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტალინის გამოსახულება ხატიდან წაიშლება | სამდღიანი სკანდალი და საპატრიარქოს გადაწყვეტილება

სტალინის გამოსახულება ხატიდან წაიშლება | სამდღიანი სკანდალი და საპატრიარქოს გადაწყვეტილება
სტალინის გამოსახულება წმინდანის ხატიდან წაიშლება. საპატრიარქო სამდღიან სკანდალს გამოეხმაურა და საკუთარი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. საბჭოთა დიქტატორის ადგილი წმინდა მატრონას ხატზე არ არის, მიაჩნიათ მღვდელმთავრებს, რომლებიც მოუწოდებენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს, ხატმწერს ცვლილებების განხორციელება სთხოვონ.
ოფიციალური განცხადების გავრცელების შემდეგ გაჩნდა კითხვა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება საპატრიარქომ? თავად ეკლესიის მმართველი ორგანო ხატწერის პრინციპების დარღვევასა და რეალობის დარღვევაზე საუბრობს. სამოქალაქო საზოგადოებაში კი არსებობს მოსაზრება, რომ ყველა სხვა ფაქტორთან ერთად საპატრიარქო არ შეეწინააღმდეგა სამოქალაქო პროტესტს, რომელიც ეკლესიაში სისხლიანი ტირანის გამოსახულების გამოჩენას მოჰყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.