ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა. სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება სწორედ სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ელექტროენერგია 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის გაიყიდა“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ კორპორაციული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა-ანგარიშსწორების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ ბეჭვაიამ.
სს “ეპ ჯორჯია გენერაცია“ სათანადო პირობებში, მომავალშიც განაგრძობს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.