ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სრული სიგიჟე - ოსიმენის ზღაპრული სილამაზის გოლი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

სრული სიგიჟე - ოსიმენის ზღაპრული სილამაზის გოლი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "გალათასარაი" გასვლაზე "ანტალიასპორს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. სტამბოლელთა ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მცირე ტრავმის გამო სათადარიგოთა შორის გახლდათ, მოედანზე მხოლოდ ბოლო 13 წუთი დაჰყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე თავი ულამაზესი მაკრატელა გოლით მაინც დაგვმახსოვრა, იქამდე კი "გალათასარაის" რიგებში დუბლით მაურო იკარდი გამოირჩა.
ეს "ნაპოლიდან" "გალათასარაიში" იჯარით მოთამაშე ფეხბურთელისთვის თურქეთის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მესამე გოლია, ერთი კი მან ევროპის ლიგაზე შეაგდო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.