არქივი16 აპრილი, 2024, 19:21
“სრული სიგიჟეა და სიგიჟე არ მთავრდება კარგად” – გვარამია
რას შვრებიან, სრულიად გაუგებარია. არაფერი არ ხდება ისეთი, როცა ძალის გამოყენება ლეგიტიმური იქნებოდა. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს. სრული სიგიჟეა და სიგიჟე არ მთავრდება კარგად. სიგიჟის ინიციატორები ვინც არიან ხოლმე, საბოლოო ჯამში ეს ხალხი ვერ იმარჯვებს და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. ისტორია უკან არ შეტრიალდება, რუსეთში საქართველო არ დაბრუნდება და ამისთვის რაც არის საჭირო, იმას ჩვენ გავაკეთებთ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.