სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება

სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება
სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში, ევროპაში ამოქმედებულ ახალ კანონთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის თქმით, მათ აქვთ პრეტენზია გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.
„გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცეებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სანამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება