სროლა თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში – დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი
8
თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა – გამოცემა Haber Turk-ის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი.
დაშავებულთაგან, 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, 1 პოლიციელი და 1 სასადილოს ოპერატორია.
შანლიურფის გუბერნატორის, ჰასან სილდაკის ცნობით, თავდამსხმელი, 19 წლის ახალგაზრდა, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.არსებული ცნობით, მან თავი მაშინ მოიკლა, როდესაც პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.
გამოცემის ცნობით, ყველა დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, სკოლაში კი ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარს თურქეთის საგამოძიებო სამსახურები იძიებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.