არქივი17 აპრილი, 2024, 12:08
სროლა ვაკეში – დაჭრილია სამი ადამიანი
ვაკეში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი, – წერს „მთავარი არხი“
ქურთიაშვილი ძმებ კაკულიების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
თვითმხილველების ინფორმაციით, რუხაძეს ცეცხლი ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი რუხაძის დაცვამ გახსნა.
არსებული ინფორმაციით, სერგი ქურთიაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ოპერაცია უტარდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.