ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიკეს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიკეს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიკეს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქართულ სპორტულ კინოში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა:
კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
ქართული სპორტული კინომემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაჯილდოვდა – კინოოპერატორი, სტუდია „მემატიანეს” დირექტორი რევაზ მახათაძე;
ქართული სპორტის და სპორტული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ცნობილი ქართველი ალპინისტი ბენო ქაშაკაშვილი.
საერთაშორისო ჟიური:
მარინა კერესელიძე – ჟიურის თავმჯდომარე. (ხელოვნებათმცოდნე, კინოს ისტორიკოსი და ჟურნალისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი);
ირაკლი პაპავა – ჟიურის თავმჯდომარის მოადგილე. (კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი);
არსენ არაკელიანი (კინორეჟისორი, დოცენტი, RAU-ს ტელესტუდიის ხელმძღვანელი, სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი);
მიხეილ ჭიაურელი (სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი);
გიგა გვენცაძე (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი).
ფესტივალის გამარჯვებულები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „თეთრი ბალახი”. რეჟ: ლუკა ბაჩალიაშვილი;
ჟიურის სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა – „სოხუმის ფეხბურთელი მერი”. რეჟ: ენემეო სიდიანი. სცენარი: ნანა ქარდავა.;
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ბერნიდან – ბერლინამდე”. რეჟ. მანფრედ ოლდენბურგი;
საუკეთესო მხატვრული ფილმი – „კიდევ ერთი მოწონება”. რეჟ: კაროლი პალფაი;
ალექსანდრე ჟღენტის პრიზი – „ტოკიოს გიგანტი-ვიქტორ სტარფინის ისტორია“. რეჟ: ჩავდარ გეორგიევი;
ნანა მჭედლიძის პრიზი – „მედლის მეორე მხარე“. რეჟ: ანა მაქსიმი;
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სამშობლო – საქართველო, ჭიდაობა – ქართული“;
ავტორი და პროდიუსერი: გიორგი შიუკაშვილი;
გრანპრი – „ბეკენბაუერი, უკანასკნელი კაიზერი“. რეჟ: ტორსტენ კიორნერი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა, ფილმის „სოხუმის ფეხბურთელი მერი“, რეჟისორი ენემეო სიდიანი.
საქართველოს კინოაკადემიის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ფილმს „ბერნიდან-ბერლინამდე“ (რეჟ: მანფრედ ოლდენბურგი).

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.