ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპორტული კარატეს ნაკრებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, პრემიერ ლიგაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა

სპორტული კარატეს ნაკრებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, პრემიერ ლიგაზე მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
კარატეს ფედერაციის ცნობით, ანტალიაში, საქართველოს ნაკრები ორ გზის მსოფლიო ჩემპიონის და მთავარი მწვრთნელის, გოგიტა არქანიას მეთაურობით, ხუთი სპორტსმენის: დავით ტყებუჩავას, ლუკა ვასაძის, ვალიკო ფონიავას, ხვიჩა კიპაროიძის და მერაბ გელაშვილის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირამდე საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი კემპი სტამბოლში გაიარა, სადაც აღნიშნული სპორტის სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ემზადებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.