ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპორტის კომიტეტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხზე მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

სპორტის კომიტეტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხზე მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

სპორტის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.
საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების - კულტურის სამინისტროს და სპორტის სამინისტროს შექმნას, კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.
მომხსენებელმა კანონპროექტი მუხლობრივად წარადგინა და ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომელიც დოკუმენტში პირველი მოსმენის შემდეგ აისახა. მისი თქმით, წარმოდგენილ რედაქციაში კანონპროექტის პრინციპები უცვლელად დარჩა და ცვლილება მხოლოდ კულტურისა და სპორტის სამინისტროში სათათბირო ორგანოს - კომისიის შექმნის საკითხს შეეხო.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.