სპიკერი ჯონსონი: პუტინს ვერ მივცემთ ევროპაში მარშით გავლის უფლებას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება სა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი. 27 ნოემბერს, ფლორიდაში მყოფმა ჯონსონმა განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.
მაიკ ჯონსონმა ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას – კიდევ ერთი პრიორიტეტი. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, რა თქმა უნდა, ს პრეზიდენტ პუტინს ვერ მისცემენ ევროპაში მარშით გავლის უფლებას და ესმით უკრაინისთვის დახმარების გაწევის საჭიროება. ამასთან, ჯონსონმა უკრაინის დახმარება დაუკავშირა რესპუბლიკელების მოთხოვნას, რომელიც ეხება შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრებთან უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას.
მაიკ ჯონსონი, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 2023 წლის 25 ოქტომბერს აირჩიეს, იმ რესპუბლიკელებს შორისაა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უპირობოდ გაგრძელებას.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის 96% უკვე დახარჯულია. თანხა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებდა და განკუთვნილი იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული და საფინანსო-ეკონომიკური დახმარებისთვის. თანხის 90% სამხედრო მიზნებით დაიხარჯა.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის მონაცემებით, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი