ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეცრაზმმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვა და პარლამენტის უკან გადაინაცვლა - მათ ნაცვლად ტერიტორიაზე პოლიცია განლაგდა

სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო განლაგებული, ამ დროისთვის პარლამენტის შენობის უკანა მხარეს გადაიყვანეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან საპატრულო პოლიცია განლაგდა.
მანამდე კი, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. სწორედ ამის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვა. ისინი მოქალაქეებმა შემდეგი შეძახილებით გააცილეს: "მონებო, წადით! წადით!"

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.