არქივი30 ნოემბერი, 2024, 01:05
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო

სპეცრაზმმა სპეცტექნიკის გამოყენებით დაიწყო აქციის დარბევა – ამჯერად, უკვე რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზეც.
შსს ირწმუნება, რომ აქცია მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს გასცდა.
დარბევაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და ძალოვნები მონაწილეობენ, ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე. სპეცრაზმი ფიზიკური ძალის გამოყენებით აკავებს მოქალაქეებს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.