არქივი1 დეკემბერი, 2024, 00:52
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო - ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც

პარლამენტის უკანა შესასვლელთა განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. პოლიცია ასევე იყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.