ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეცრაზმელმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს დაარტყა

სპეცრაზმელმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს დაარტყა

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - პირდაპირ ეთერში ერთვებოდა - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
ჟურნალისტს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.