არქივი21 დეკემბერი, 2023, 06:40
სპეცოპერაცია შიდა ქართლში | ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს
სპეცოპერაცია შიდა ქართლში - ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანი დააკავეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" უდასტურებენ, რომ დაკავებულია 6 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.