ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია სახელწოდებით - „დასაჯე მოძალადეები“, დასრულდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია სახელწოდებით - „დასაჯე მოძალადეები“, დასრულდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია სახელწოდებით: „დასაჯე მოძალადეები“, დასრულდა.
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.
როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მოძალადეების დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, უწყებას მოქალაქეების დასაცავად რეაგირება ჰქონდეს.
აქციაზე მათ თან ჰქონდათ მოტანილი ბანერები სხვადასხვა წარწერით და ფიტული, როგორც აქციებზე დაშავებული ადამიანების სიმბოლო, ასევე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.