სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელენე ხოშტარიას ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე მივიდნენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე მივიდნენ. მედიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს უნდა შეხვდნენ, საუბარი კი შეეხება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე იმას, გადაიყვანენ თუ არა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს სამოქალაქო კლინიკაში.

ექიმებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე, კი ექიმები მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას შეხვდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკისები და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?