სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაიწყო.
შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.