სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო
17 აპრილის აქციაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
როგორც უწყებაში ფორმულას უთხრეს, მოკვლევა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და დეპუტატი გამოკითხვაზეა დაბარებული.
ალეკო ელისაშვილი გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მას დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა აქვს. დეპუტატს დაზიანებები აღენიშნება სახეზეც.
გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.