ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ინსტიტუციური და ორგანიზაციული რეფორმების, მიღწეული შედეგების, სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
"ანგარიში, ასევე, მოიცავს ინფორმაციას, გამოძიების პროცესში გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, სამართალდამცავთა მიმართ კონკრეტულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაც ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ანგარიში, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://sis.gov.ge/Statistics-and-reports?rec_id=20- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.