სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მონაწილეების მიმართ, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2 თებერვალს, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.
სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა