ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ.
ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
Previous: ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია იქნება დაცული მანამ, სანამ ის ატარებს კანონიერ ხასიათს, როგორც კი მიიღებს საპირისპირო შინაარსს, იქნება მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.