სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების დაშლა მორიგ ჯერზე დაიწყო – ამჯერად სპეციალური საშუალების გამოყენება ორბელიანის მოედანზე ხდება

სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების დაშლა მორიგ ჯერზე დაიწყო. ამჯერად წყლის ჭავლით დაშალეს ის მოქალაქეები, რომლებიც ორბელიანის მოედანზე იყვნენ განლაგებულები.
ისმის მოწოდება, რომ დაიშალონ აქციის მონაწილეები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ნორმები.
წყლის ჭავლით დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები ადგილიდან წასვლას არ აპირებენ. მათ ბარიკადებად სკამები განალაგეს.
ორბელიანის მთლიან პერიმეტრზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”