სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა – ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა.

“ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით.

ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად”,-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა.

ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს