ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოხუმში ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ – “ნუჟნაია გაზეტა”

სოხუმში ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ – “ნუჟნაია გაზეტა”

რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია.
ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები წინააღმდეგობას არ უწევენ პროტესტის მონაწილეებს.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობეც. პარლამენტის შესასვლელი ღიაა.
გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბჟანიამ დატოვა პარლამენტის შენობა.
ცოტა ხნის წინ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკებები პროტესტის მონაწილეებთან, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ გადასცემდნენ დე ფაქტო პრეზიდენტს ხალხის მოთხოვნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.