სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები – მოვითხოვთ ასლან ბჟანიას გადადგომას – მშვიდად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა

ოკუპირებულ სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსთან შეკრებილი მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მშვიდად წავიდეს, ლამაზად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა“, – ციტირებს მედია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია მიმდინარებს. მომიტინგეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა „სამართალდამცავების“ კორდონს კვერცხები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობასთან სროლის მსგავსი ხმები ისმოდა. მოგვიანებით არეულობა მიმდებარედ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც გავრცელდა. ამჟამად, ე.წ. პარლამენტისა და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შესასვლელები „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი, მათ წინ მომიტინგეების დიდი რაოდენობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია