სოხუმში ენგურჰესის მუშაობის იძულებითი შეჩერების შესახებ განაცხადეს

რუსეთის მიერ ოკუპირებუ აფხაზეთში ენგურჰესის მუშაობის იძულებით – “წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო” შეჩერების შესახებ განაცხადეს.

კომპანია “ჩერნომორენერგოს” განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად მზადდება ენერგომომარაგების ახალი განრიგი, რომელიც დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდების საათების ცვლილებას ითვალისწინებს, ხოლო ღამის საათებში ენერგომომარაგების განრიგი უცვლელი დარჩება, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, 21:00-დან 07:00 სთ-მდეც ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმაროს.

ცნოისთვის: ენგურჰესი საქართველოს ყველაზე მძლავრი ელექტროსდგურია, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 1978 წელს შეიყვანეს. მისი ნაწილი – ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერირებს, ნაწილი – რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ოკუპირებული რეგიონი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში