სოხუმის წარმომადგენლები სირიაში იმყოფებიან

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 25 ივნისს “საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა სირიის არაბულ რესპუბლიკაში”. ბარციცს თან ახლავს ასევე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ტუჟბა.
2018 წლის 29 მაისს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხელი მოაწერა ბრძანებას “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა” და მასთან “ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ”. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ძალებმა თავდასხმა დაიწყეს არმიის პოზიციებზე, ხოლო 8 დეკემბერს დამასკოში შევიდნენ. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დატოვა თანამდებობა და ქვეყანა.
როგორც დე ფაქტო საგარეო სამინისტრო იუწყება, “საზღვარზე მინისტრს დახვდნენ აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სირიაში მუჰამედ ალი, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლისა და ევროპის დეპარტამენტების წარმომადგენლები”.
ამასთან, უწყების ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა მინისტრთან ,ასად ჰასან ალ-შაიბანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება