ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარმა 4 000-ზე მეტი ექსპონატი გაანადგურა

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს 4 000-ზე მეტი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით, დამწვარ ექსპონატებს შორის იყო ალექსანდრე ჩაბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი:
„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე ეროვნული გალერეის საცავი იყო, სადაც 4 000-ზე მეტი ნამუშევარი ინახებოდა. მათ შორის, ალექსანდრე ჩაბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. წარმოუდგენელი დანაკარგია, ცრემლები მახრჩობს, საუბარი მიჭირს“ — ამბობს დინარა სმირი Apsnypress-თან.
ხანძარი სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. პირველი შეტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიატუციების მართვის სამინისტროში 3:38 წუთძე ჭევიდა და სახანძრო ეკიპაჟები ადგილზე სოხუმიდან, გუდაუთადან, ოჩამჩირიდან და გულრიფშიდან გაგზავნეს. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა დაახლოებით დილის 7 საათისთვის შეძლეს.
ხანძარი სავარაუდოდ შენობის სახურავზე გაჩნდა, რაც ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.