ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოხუმის აეროპორტიდან რეისები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება

სოხუმის აეროპორტი პირველ რეგულარულ რეისებს 2025 წლის დასაწყისში მოემსახურება, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოხუმში სრულდება აეროპორტის ტერმინალის შენობის განახლება და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმიდან თვითმფრინავები რეისებს რუსეთის შვიდ ქალაქში შეასრულებენ: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, სოჭსა და კრასნოდარში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.