სოციალური ქსელებით გაჩაღებულია “ფეიკ-კამპანია”, ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს

„კიდევ ერთხელ, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არცერთ ფიზიკურ პირს. დამოკიდებული ხარ უცხოურ დაფინანსებაზე? ნება იბოძე და ყოველი წლის დასაწყისში დეკლარაცია შეავსე. გაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებაში გქონდეს აქტორის როლი? ვალდებულება აიღე და საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადე!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.
ქადაგიძის თქმით, სოციალური ქსელებით “ფეიკ-კამპანიაა” გაჩაღებული, ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს და ეუბნებიან, რომ “გამჭვირვალობის კანონი” მათ შეუზღუდავთ საქმიანობას, ეს სიცრუე კი საათებიც ვერ ძლებს, რადგან შარშანდელი აბსურდი კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ და იმავე “აფერაში” მონაწილეობას აღარ აპირებს.
„ცუდ დღეშია ჩავარდნილი სექტა! გლობალური ომის პარტიას ეხვეწებიან, თუ თქვენ არ დაგვეხმარებით დაგვემხობა “ფსევდო-ნარატივები” თავზე, ჩვენ ისეთი უსუსურები ვართ ქართველი ხალხის წინაშე, რომ საერთაშორისო ზეწოლაღაა ჩვენი მშველელიო! შეიგნეთ, რომ სიმართლის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებთ, სულ რომ გამოიყვანოთ ბრიფინგზე და იმას ათქმევინოთ აბსურდი.
ხალხს ვერ კრებენ, პროტესტს ვერ აგორებენ და ორი დღეა სოციალური ქსელებით ისეთი “ფეიკ-კამპანია” აქვთ გაჩაღებული, რომ თვით ბარონ მიუნჰაუზენსაც გააკვირვებდნენ. ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს და ეუბნებიან, რომ “გამჭვირვალობის კანონი” მათ შეუზღუდავთ საქმიანობას. ეს სიცრუე კი საათებიც ვერ ძლებს, რადგან შარშანდელი აბსურდი კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ და იმავე “აფერაში” მონაწილეობას აღარ აპირებს.
კიდევ ერთხელ, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არცერთ ფიზიკურ პირს. დამოკიდებული ხარ უცხოურ დაფინანსებაზე? ნება იბოძე და ყოველი წლის დასაწყისში დეკლარაცია შეავსე. გაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებაში გქონდეს აქტორის როლი? ვალდებულება აიღე და საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადე!
ცალ ფეხზე იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ვალდებულებებიც აიღეთ-სხვის დაკრულზე ცეკვაში, რამდენი გადაგიხადეს უნდა ვიცოდეთ. მორჩა კინო!“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს