ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან და სააგენტოს დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერა.
„დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.
რეაბილიტირებული სერვის ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის .
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სერვის ცენტრი სრულად შეესაბამება მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს.
ქვეყნის მასშტაბით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჯანდაცვის მომსახურების ცენტრების მშენებლობა და რეაბილიტაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაშ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.