პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.
როგორც დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3,0 თეთრით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.