ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო ჯაფარიძე - შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი - 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ!

სოფო ჯაფარიძე - შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი - 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ!

ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრა გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, სამგორის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებსა და დაბალ ხელფასებს უარს ეტყვის.
„ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრა გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა ყველგან არის ერთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ, ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, დამატებით - 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც თბილისელებს, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. აუცილებლად ჩვენ კიდევ ერთხელ ერთიანობით, 26 ოქტომბერს, სამუდამოდ უარს ვეტყვით იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ამ სრულიად უღირს დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის მიმართ აქვს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.