სოფო ჯაფარიძე – სამწუხაროდ, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს“.
აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის თაობაზე.
„საზოგადოებას არ დავიწყებია სისხლიანი 20 ივნისის აქტორები და ასევე, შეუძლებელია თავს ასაღებდე ოპოზიციურ პარტიად და ერთი მხრივ, ხელისუფლებას ბიუჯეტს უმტკიცებდე და მეორე მხრივ, ითხოვდე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საზოგადოებისგან სრულ იზოლირებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი გახარიას გუნდი სინქრონში მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა მ.