– რობოკოპებმა შემათრიეს და ერთმა მათგანმა გამეტებით მირტყა – დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ინგოროყვას სახელობის კლინიკა გამოკვლევების შემდეგ დატოვა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ განუცხადა, მას დაბეჟილობები და სისხლჩაქცევები აქვს.
მისივე თქმით, ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა სპეცრაზმელებს ახალგაზრდა ბიჭის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.
“რობოკოპები გამოცვივდნენ, პატარა ბიჭი, დაახლოებით, 17-18 წლის იქნებოდა, იჭერდნენ. მას გავყევი, ალბათ, ათი რობოკოპი აკავებდა, ვეცადე, რომ ეს ბიჭი გამომეგლიჯა ხელიდან, რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა, შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და გამიყვანეს. დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!