სოფო ჯაფარიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე – იმის მაგივრად, რომ ახალ კლინიკებს ხსნიდნენ, დგანან და კლინიკებს ხურავენ – ეს არის ტრაგედია, ექიმების დაცინვა

გაიღვიძა ხელისუფლებამ და მოუნდა მისთვის სასურველი პროექტი განახორციელოს, რომელიც მათ ჯიბეს გაასქელებს – იმის მაგივრად, რომ ახალ კლინიკებს ხსნიდნენ, დგანან და კლინიკებს ხურავენ. ნუ დასცინებენ ექიმებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ს წარმომადგენელმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გამართულ აქციაზე აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი ტრაგიკული ნაბიჯია.
„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისედაც სავალალო მდგომარეობაშია, ეს ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობისთვის ტრაგიკულია. რესპუბლიკური საავადმყოფო არის ის კლინიკა, რომელმაც უამრავი თაობა აღზარდა, ექიმები, რომლებიც 24 საათი ჩვენი მოქალაქეების სადარაჯოზე დგანან. გაიღვიძა ხელისუფლებამ და მოუნდა მისთვის სასურველი პროექტი განახორციელოს, რომელიც მათ ჯიბეს გაასქელებს. ასევე, უდიდესი კომპეტენციის მქონე ადამიანები გაუშვან, რომლებიც წლებია აქ მუშაობენ. ეს არის უდიდესი დანაშაული ქვეყნის მიმართ, სადაც ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია. იმის მაგივრად, რომ ახალ კლინიკებს ხსნიდნენ, დგანან და კლინიკებს ხურავენ. ეს არის ტრაგედია, ექიმების დაცინვა, ნუ დასცინებენ მათ, ბევრი ადამიანი დადგება მათ გვერდით”,- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის აქცია კლინიკასთან დასრულდა. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით. როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო. როგორც მან განმარტა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კომპენსაცია „მოსყიდვის” და „გაჩუმების” ნიშანს ატარებს.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, მათთვის მთავრობის შეთავაზება ბუნდოვანია, კერძოდ, არ აქვთ ინფორმაცია რა ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს მათ მთავრობა, ამასთან უცნობია ექსპერტიზის დასკვნის შედგები.
ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.