– მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე!

მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე! – ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამტრედიაში არ წყდება იმ პეტიციაზე ხელმოწერის მსურველთა ნაკადი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ.
„ახლა ვიმყოფებით სამტრედიაში, წარმოუდგენელია რაც ყველგან ხდება. დილიდან არ ჩერდება ხალხის მსვლელობა, მოდიან და სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ითხოვენ იმას, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ დასავლურ რელსებზე, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთი მდგომარეობა არის მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქში და ასეთი დაუსრულებელი მსვლელობაა ხალხის. რიგები დგას, მოდიან და ასე ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს