ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება - მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ექიმების გვერდში დგომა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება, მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, მუხიანში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს.
„ახლა მუხიანში ვიმყოფებით. მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გრძელდება. საქართველოში მართლაც საუკეთესო ექიმები მოვიყვანე, რომლებიც აქაურ მოსახლეობას უფასო კონსულტაციას და შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ფიზიკურად სახსრები არ გააჩნიათ მათ, ისინი ვერ ახერხებდნენ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.