– კარდენახში მომხდარი „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო შიშის გამოხატვა

ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ სოფელ კარდანახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის, როგორი ძლიერები ვართ და ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა გვაქვს“.
„ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის. თუ კი ვინმეს ეშინია, ეს არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“. მათ ყველაზე კარგად იციან როგორი ძლიერები ვართ, ყველაზე კარგად იციან როგორი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის. დღეს, მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, მოვიდნენ და სცადეს ჩვენი შეხვედრის ჩაშლა. უბრალო გამვლელებიც კი გვერდში დაგვიდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათი პროვოკაციისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ 26 ოქტომბერს მათ ძალადობას, ამ ზიზღის ენას დაესმება წერტილი. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ის ღირსება, რა ღირსებითაც ქართველი ხალხი არის, იყო და იქნება ყოველთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება