ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო ჯაფარიძე - კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს

სოფო ჯაფარიძე - კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს

კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით, სამწუხაროდ, თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სადგურის მოედანზე“ კორპუსის სახურავის ფასადის ჩამონგრევა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არა უბედური შემთხვევა, არამედ კრიმინალური უპასუხისმგებლობაა.
“ჩვენს ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა, რომლებისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის კრიმინალური უპასუხისმგებლობა. კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით, სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქი აქცია ქალაქად, რომელიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს,” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.